пятница, 11 сентября 2015 г.

კიდევ ერთხელ გადავხედეთ საქაღალდეებს და საბოლოო კორექტირება შევიტანეთ მათში.  მოვუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციებს, ამის შემდეგ პროექტი ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. 

среда, 9 сентября 2015 г.

ტრენინგის მეერვე დღე

გადავხედეთ პროექტის პროცედურებს და შევიტანეთ  კორექტირება.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.განვიხილეთ მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლი პროექტის მიმდინარეობისას.

понедельник, 7 сентября 2015 г.

ტრენინგის მე-7 დღე

გავეცანით შეფასების სქემებს,,შევავსეთ ინდივიდუალური,კოლაბორაციული დაჯგუფების ნამუშევრების შეფასების ფორმები.ავტვირთეთ ბლოგზე სასარგებლო ბმულები. მიუხედავად დამღლელი სამუშაო გრაფიკისა,დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო,

четверг, 3 сентября 2015 г.

მეექვსე დღე

დღეს მოვირგეთ მოსწავლის როლი და ერთი კონკრეტული ჯგუფის მაგალითზე შევქმენით ელექტრონული გაზეთი.ამის შემდეგ პრეზენტაცია ავტვირთეთ google drive -ში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ეს დღე ,როგორც წინა დღეები, ნაყოფიერი იყო.

პრეზენტაცია


вторник, 1 сентября 2015 г.

პროექტის მეხუთე დღე

ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე, გადმოვიწერეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი, სადაც ჩავსვით იმ ვებ გვერდის ლინკი,საიდანაც ინფორმაცია მოვიძიეთ,ბოლოს შევქმენით ბლოგზე  გვერდები. 

четверг, 27 августа 2015 г.

მეოთხე დღე

განვაგრძეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე,შევავსეთ გეგმის შაბლონი და გავაკეთეთ პორტფოლიოს პროექტის პრეზენტაცია.